Belive

რამდენი გამოიმუშავა საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონში გამარჯვებით?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (UEFA) ერთა ლიგის მონაწილე 55 საფეხბურთო ნაკრებს ჯამში €112.87 მილიონს უხდის. სხვადასხვა ლიგებში გადანაწილებული ნაკრებებმა შემდეგი თანხის მოცულობა მიიღეს:
  • A დივიზიონი: €2.25 მილიონი
  • B დივიზიონი: €1.5 მილიონი
  • C დივიზიონი: €1.125 მილიონი
  • D დივიზიონი: €750,000
დამატებით, თითოეულ დივიზიონში გამარჯვებული გუნდი ბონუსსაც იღებს:
  • A დივიზიონის გამარჯვებული: €2.25 მილიონი
  • B დივიზიონის გამარჯვებული: €1.5 მილიონი
  • C დივიზიონის გამარჯვებული: €1.125 მილიონი
  • D დივიზიონის გამარჯვებული: €750,000.
საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონში 6 მატჩი გამართა, სადაც 5 მოგებითა და 1 ფრით, 16 ქულა დააგროვა და ჯგუფის გამარჯვებულიც გახდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირში მონაწილეობით €1.5 მილიონი გამოიმუშავა.

სხვა სტატიები