რამაზ სვანაძე: ,,ხვალ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რისთვისაც ვიბრძოდით''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პოლონეთთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,დღეს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უკვე მე-3 ზაფხულია ევროპის ჩემპიონატზე ვასპარეზობთ (2-ჯერ 21-წლამდელები, ერთხელ ეროვნული ნაკრები), ეს არის დიდი სტაბილურობა, რომლისკენაც ყოველდღიური შრომით მივდივართ. ამ სტაბილურობაში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, საერთო საქმე კეთდება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯებით ეს შედეგი შენარჩუნდება და კიდევ უფრო წინ წავიწევთ.
ხვალ პირველ თამაშს ვთამაშობთ. განვლილ გზას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის მე-2 ევროპის ჩემპიონატია, საკუთარი ხელით მოპოვებული საგზური მაინც სულ სხვაა.
ხვალ, პირველ ყოვლისა, ველოდები იმ გუნდისა და ფეხბურთელების ხილვას, რომელსაც ვიცნობ თავისი კონკრეტული მიმართულებებით, ფილოსოფიით, იდენტობითა და მენტალური მახასიათებლებით, რადგან ბრძოლისინურანიობა არასდროს გვაკლდა, მენტალური მხარე ყოველთვის ჭარბად იყო ჩვენში. მინდა, რომ ხვალ ეს ყველაფერი პირველივე თამაშიდან გამოვლინდეს, რადგან უნდა მივიღოთ ის შედეგი, რისთვისაც ვიბრძოდით. ყველანი დადებითი ემოციებით ვართ.
პოლონეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდია, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია.'' - რამაზ სვანაძე
ხვალ, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთი იქნება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.