Belive

რამაზ სვანაძე: ,,ჯგუფურ ეტაპზე ნებისმიერი თამაში ჩვენთვის ფინალის ტოლფასია''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, პირველი არხის ეთერში, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მისი გუნდის მთავარ მიზანზე ისაუბრა:

,,ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს, მოვლენებს წინასწარ არ ვუსწრებთ. ჯგუფურ ეტაპზე ნებისმიერი თამაში ჩვენთვის ფინალის ტოლფასია, ძალიან მოკლე ვადაში სამი ურთულესი მატჩი გველის, ამიტომ შემადგენლობის სიღრმე როტაციისთვის აუცილებელი იქნება.

რაც შეეხება ოლიმპიადის საგზურს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დაგეგმვით შეიძლება, ძალიან ბევრი რამ დავგეგმოთ, მაგრამ ფეხბურთია და ფეხბურთში ყველაფერი ხდება. გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა ჩვენი მთავარი საზრუნავი და მთავარი მიზანი არის ის, რომ თითოეულ თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.''

კითხვაზე - ფეხბურთელების გამოძახებასთან (კვარაცხელიას, მამარდაშვილის) დაკავშირებით, ნაკრებს კლუბებისგან რაიმე განსაკუთრებული ნებართვა ხომ არ დასჭირდა, სვანაძემ უპასუხა:

,,კლუბებისგან არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. როცა საქმე ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებს ეხება, გუნდს არანაირი იურიდიული ბერკეტი არ გააჩნია იმისთვის, რომ ფეხბურთელზე რაიმე სახის ზეწოლა მოახდინოს.''

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პირველ მატჩს 21 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები