რაკიტიჩი: "გრიზმანთან ერთად თამაშს ვისურვებდი"
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"გრიზმანის გუნდში ნახვა ჩემი დიდი სურვილია. მსოფლიო ჩემპიონატზე მან ჩემი ოცნებები დაამსხვრია მსოფლიო ჩემპიონობასთან დაკავშირებით, თუმცა მე ის ძალიან მომწონს. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ანტუანს შეუძლია მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა" - განაცხადა რაკიტიჩმა.შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკო" დატოვა და კარიერა შესაძლოა სწორედ "ბარსელონაში" გააგრძელოს.