Belive

რაკიტიჩი: „ბარსელონაში ტურისტად არ ჩამოვსულვარ, თამაში მინდა“

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა გუნდში მის არასტაბილურ პოზიციაზე ისაუბრა. ხორვატმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვით გულდაწყვეტილია და კატალონიაში ტურისტად არ ჩასულა. „არ ვიცი რა მოხდება მომავალში „ბარსელონაში“. ფეხბურთის თამაში მინდა და არა უბრალოდ ამ გუნდის წევრობა. იმედი მაქვს, შემდეგ შეხვედრებში ცვლილებას დავინახავ. ბარსასათან“ კონტრაქტი კიდევ 2 წლის განმავლობაში მაკავშირებს. მე მსოფლიოში საუკეთესო კლუბში ვარ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, თამაში მინდა და არა ქალაქის თვალიერება და ზღვის ხედით ტკბობა - აქ ტურისტად არ ჩამოსვულვარ. კლუბის ხელმძღვანელობას ველაპარაკე, მათ უკვე იციან, რომ სხვა შემოთავაზებებიც მაქვს, მაგრამ „ბარსელონას“ მაისურით თამაში და ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს. მხოლოდ ის მინდა, რომ მოედანზე გავიდე და როცა შანსი მომეცემა ჩემი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენო“,-თქვა ხორვატიის ნაკრების 31 წლის ფეხბურთელმა. რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წელს, „სევილიადან“, ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით გადაბარგდა და 4-ჯერ ლა ლიგა, 4-ჯერ კოპა დელ რეი, 3-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, თითო-თითოჯერ კი ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები