რაიან შერკი: "ჩემი სადებიუტო გოლი არ მაინტერესებს, იმედგაცრუებულები ვართ"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის ფინალის საგზურისთვის ორი გამორჩეული ევროპული ნაკრები იბრძოდა. შტუტგარტში ჩატარებული შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება გულშემატკივრებისათვის - ესპანეთმა საფრანგეთის ნაკრები 5:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა 21 წლის რაიან შერკის, რომელიც მოედანზე მატჩის 63-ე წუთზე გამოჩნდა და ბრწყინვალე მოქმედებებითა და ულამაზესი გოლით დაგვამახსოვრა, თუმცა როგორც ჩანს იგი ამაზე დიდად არ ღელავს და მარცხით იმედგაცრუებულია.
„იმედგაცრუებულები ვართ. ვიცოდით, რომ ისინი შეტევაში ძალიან კარგები იყვნენ - მესამე გოლმა გაგვტეხა.
ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ მეტი მომენტი გამოიყენეს და ფინალშიც გავიდნენ.
მოედანზე შემოსვლიდანვე ვიცოდი, რომ, ბევრი სივრცე მექნებოდა სიტუაციის გამოსასწორებლად და ჩემი თანაგუნდელებისთვის კარგი ბურთების მისაცემად, თუმცა, ჩემი ინდივიდუალური შესრულება არ მაინტერესებს, იმედგაცრუებულები ვართ." - რაიან შერკი
მან ასევე დაადასტურა ინტერესი მანჩესტერ სიტის მხრიდან და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მალე საჯაროდ გამოაცხადებს.
8 ივნისს, ესპანეთი პორტუგალიასთან ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, საფრანგეთი კი მესამე ადგილის დასაკავებლად გერმანიის დამარცხებას შეეცდება.