Belive

რაფინია: ,,იამალმა მკითხა, ნეიმარისთვის რომ მიეწერა, თუ უპასუხებდა''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას შემტევი, ლამინე იამალი საზაფხულო არდადეგებს ბრაზილიაში, ნეიმართან ერთად ატარებს.

როგორც აღმოჩნდა, იამალისა და ნეის შეხვედრის ორგანიზება ბარსას ბრაზილიელმა გარემარბმა, რაფინიამ შეძლო:

,,იამალმა მკითხა, ნეიმარისთვის შეტყობინება რომ გაეგზავნა, მისგან პასუხს მიიღებდა თუ არა... მე კი, რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ნეი პასუხს გასცემდა.

ვფიქრობ, მისი დონის გათვალისწინებით, ახლა იამალს წვდომა ყველასა და ყველაფერზე აქვს. მათი ბრაზილიაში ერთად ყოფნა უბრალო დამთხვევა არ არის.'' - რაფინია

2024-2025 წლების სეზონში ლამინე იამალის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 18 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა. 17 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან ერთად წელს ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები