რაფინია: "ფლიკმა ფუნდამენტურად შემცვალა, მათ შორის საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაშიც"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას ბრაზილიელმა კაპიტანმა, რაფინიამ ლა ლიგაში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშისა და თავისი პროგრესისთვის მთავარ მწვრთნელს, ჰანს-დიტერ ფლიკს მადლობა გადაუხადა.
სანტანდერის რასინგთან მატჩში, რომელიც ბარსელონამ 7:2 მოიგო, ბრაზილიელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და შეხვედრის შემდეგ გერმანელი სპეციალისტი მას თბილად ჩაეხუტა.
"ყოველთვის ვამბობდი და კვლავაც გავიმეორებ: ფლიკი უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელმაც ფუნდამენტურად შემიცვალა როგორც აზროვნება, ისე საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება.
სწორედ ამიტომ ვარ მის მიმართ ძალიან მადლობელი და ამ მადლიერების გამოსახატად ნებისმიერ შანსს გამოვიყენებ", - რაფინია.
ახალ სეზონში 29 წლის ბრაზილიელს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 7 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.
სხვა სტატიები
მბაპემ ლა ლიგის ყველა გუნდს გაუტანა
რომა დევიძე
1 დღის წინ ფეხბურთი
ესპანეთის სუპერთასი თურქეთში ჩატარდება
რომა დევიძე
17 საათის წინ ფეხბურთი