Belive

რაფინია: "2020 წელს იტალიის ნაკრებში უნდა მეთამაშა, მაგრამ კიდევ კარგი პასპორტი დროულად არ მოვიდა..."

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" შემტევმა - რაფინიამ, ჟურნალისტებთან იმის შესახებ ისაუბრა, რომ მას 2020 წელს იტალიის ნაკრებიდან ჰქონდა შემოთავაზება, ყველაფერი დალაგებული ჰქონდა, თუმცა პასპორტის დაგვიანების გამო ეს შეთანხმება ვეღარ შედგა.

"იტალიის ნაკრებში გამოძახებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე უნდა ჩავსულიყავი, რომელიც მათ მოიგეს — ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო და შეთანხმებულები ვიყავით.

მათ ჩემთვის წარმოუდგენელი პროექტი ჰქონდათ. პერსონალი მუდმივ კონტაქტზე იყო და ჟორჟინიოც კი რეგულარულად მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ იტალიის ნაკრებში მელოდებოდა.

მაგრამ გულის სიღრმეში მე მქონდა 1%-იანი იმედი, რომ ბრაზილიის მაისურს ოდესმე ჩავიცვამდი. საბედნიეროდ, ჩემი იტალიური პასპორტი დროულად არ მომივიდა — დანარჩენი კი ისტორიაა" - რაფინია

შეგახსენებთ, რომ რაფინიას ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 8 ოქტომბერს ჰქონდა დებიუტი. მას შემდეგ მან ნაკრებში 33 თამაში ითამაშა, სადაც 11 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები