Belive

რაფაელ ლეაუმ საფეხბურთო კუმირი დაასახელა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მილანის'' შემტევმა, რაფაელ ლეაუმ, GQ Italia-სთან ინტერვიუში, კრიშტიანუ რონალდუს კუმირი უწოდა:

,,მილანში გადასვლის შემდეგ, როცა ვიზრდებოდი, პაოლო მალდინი და განსაკუთრებით ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძალიან დამეხმარნენ. რაც შეეხება საფეხბურთო კუმირს, რა თქმა უნდა, ასეთი კრიშტიანუ რონალდუა!

თუმცა, ადამიანები, ვისგანაც ბავშვობიდან მაგალითს ვიღებ, ჩემი მშობლები არიან...'' - რაფაელ ლეაუ

მიმდინარე სეზონში ლეაუს ანგარიშზე ,,მილანის'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

პორტუგალიელის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ის მონაცემებით, 90 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები