Belive

რა უთხრა სალაჰმა უოტფორდის მეკარეს - ფოსტერი ეგვიპტელთან დიალოგს იხსენებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გასულ კვირას "ლივერპულმა" სტუმრად "უოტფორდი" 0:5 დაამარცხა. მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი გოლი-შედევრი შექმნა. "უოტფორდის" მეკარემ, ბენ ფოსტერმა დღევანდელ ინტერვიუში მერსესაიდულ გუნდთან დაპირისპირების დასრულების შემდეგ, სალაჰთან დიალოგი გაიხსენა.
"ლივერპული" საოცრად ორგანიზებული გუნდია, ხოლო მოჰამედის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა დამარწმუნა, რომ ის დიდი პროფესიონალია, რომელსაც უნდა, საუკეთესო იყოს. ეს თამაში 5:0 მოიგეს, სალაჰმა კი, როგორც მახსოვს, ერთი გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ, ჩემთან მოვიდა და პირთან ხელი მიიტანა: "ბენ, შენს კარში რომ პენალტი დანიშნულიყო, საით გადახტებოდი? მე კი ვუპასუხე - ბოლო 5 შემთხვევაში მარჯვნივ დაარტყი, ამიტომ, მეც იგივე მხარეს ავირჩევდი. ამის გაგონებისას გაიღიმა და მითხრა: "მადლობა, ამის ცოდნა მჭირდებოდა," - თქვა ფოსტერმა.  

სხვა სტატიები