Belive

"რა თქმა უნდა მინდა ვითამაშო უფრო მეტი, ეს ყველა ფეხბურთელის სურვილია" - საბა საზონოვი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ტორინოს" ქართველი მცველი საბა საზონოვი თავისი მომავლის გასარკვევად გუნდში ახალ მწვრთნელს ელოდება, ინფორმაციას ტურინული გამოცემა Toro აქვეყნებს.

საბა საზონოვი იტალიურ გუნდში პირველ სეზონს აჯამებს:

12 მატჩი ვითამაშე, მათ შორის რამდენიმე ისეთ გუნდთან, როგორებიცაა: "ინტერი", "რომა" და "ლაციო". ვფიქრობ პირველმა წელმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მომდევნო მინდა უკეთესი იყოს. რა თქმა უნდა მინდა ვითამაშო უფრო მეტი, ეს ყველა ფეხბურთელის სურვილია. - საბა საზონოვი

ჯერ ჯერობით ტურინული გუნდი უმწვრთნელოდაა და უცნობია რა მომავალი ელის საბას, გააგრძელებს იტალიაში ასპარეზობას თუ არა.

22 წლის ქართველმა მცველმა "ტორინოს" შემადგენლობაში 12 შეხვედრა ჩაატარა (348 წუთი) და მის ანგარიშზე 2 ყვითელი ბარათია.

სხვა სტატიები