Belive

რა თანხა მიიღო ჰოლანდმა ბონუსის სახით

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტი" ისტორიული ტრებლის მფლობელი გახდა. პეპ გვარდიოლას მეთაურობით, "სიტიმ" პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ისტორიაში პირველად - ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ისტორიული და ფენომენალური სეზონის შემდეგ, ცნობილია თუ რა თანხა მიიღო ჰოლანდმა მხოლოდ ბონუსის სახით. პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ, ჰოლანდს ბონუსის სახით £1 მილიონი დაერიცხა. ასოციაციის თასზე გამარჯვების შემდეგ, ჰოლანდმა £350,000 მიიღო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფით დასრულების გამო, ასევე £1 მილიონი მიიღო. ჯამში, ნორვეგიელმა ვარსკვლავმა £2,350,000 გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგის 2022/23 სეზონში, ჰოლანდმა 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და რეკორდული 36 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები