რა თანხა გამოიმუშავა საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გასვლით?!
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია - საფრანგეთმა 1/4-ფინალში მაროკო 2:0 დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
L'EQUIPE-ს მტკიცებით, ეროვნული ნაკრების მუნდიალის 1/2-ფინალში გასვლით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია FIFA-სგან €25.8 მილიონ ევროს გარანტირებულად მიიღებს. ფრანგები 23.6 მილიონს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის მიიღებენ, რომელსაც 2.2 მილიონი ევრო მოსამზადებელი ხარჯების დასაფარად ემატება.
🚨 𝗡𝗘𝗪: The French Football Federation is guaranteed at least €25.8 million after France reached the World Cup semi-finals! 🇫🇷💰
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) July 10, 2026
• Third place: €25.4m
• Runners-up: €28.9m
• World champions: €43.7m
The FFF will also receive an extra €2.5m to cover expenses.
—… pic.twitter.com/RuTvYM4cEZ
უკვე გამომუშავებული სოლიდური თანხის მიუხედავად, ეს არაა მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლოა რომ საფრანგეთმა მიიღოს - იმ შემთხვევაში თუ "ლე ბლე" მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შეძლებს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან €43.7 მილიონი გადაეცემა.
FIFA-ს საპრიზო ფონდი
1/2-ფინალისტი - 23.6 მილიონი ევრო
მესამეადგილოსანი - 25.4 მილიონი ევრო
ფინალისტი - 28.9 მილიონი ევრო
გამარჯვებული - 43.7 მილიონი ევრო