Belive

რა შეფასება დაიმსახურა კვარამ ატალანტასთან მატჩში იტალიური გამოცემებისგან?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიამ ,,ნაპოლის'' მაისურით კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა - ,,ატალანტასთან'' მოგებულ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა და მაყურებელს არაერთი ეფექტური მომენტი შესთავაზა.

ქართველი ფეხბურთელის თამაშს იტალიურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ,,ამ ბიჭისთვის, რომელიც ფეხბურთის არსია, ზედსართავი სახელების მოძებნა რთულია,'' - წერს La Gazzetta dello Sport-ი.

Tuttosport-მა აღნიშნა, რომ კვარაცხელია ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, ვის გამოც გულშემატკივარს სტადიონზე მისვლა უხარია: ,,მარტო კვარას გამო ღირს ბილეთის ყიდვა. მატჩი შესანიშნავი, ოსტატური თამაშით გახსნა, მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი მიწასთან გაასწორა.''

კვარას შეფასებები იტალიური მედიისგან:

  • Gazzetta dello Sport: 8
  • Tuttosport: 8
  • Corriere dello Sport: 8
  • Il Mattino: 8
  • Corriere della Sera: 7.5

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ,,აინტრახტთან” შინ გამართავს.

სხვა სტატიები