Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ტორინოსთან მატჩში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ტორინოს'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მატჩში მესამე გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

21 წლის ფეხბურთელმა 81 წუთი ითამაშა და Whoscored-ისგან 7,47-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც მის გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი იყო. კვარას მხოლოდ ზამბო ანგისამ აჯობა (8,72), რომელმაც მატჩში დუბლი გაიფორმა.

ხვიჩამ ,,ტორინოს” კარისკენ ერთხელ დაარტყა და 26-დან 20 სწორი გადაცემა გააკეთა (77%).

8 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 20 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,აიაქსთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები