Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ სასუოლოსთან მატჩში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სასუოლოს'' უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

21 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 71 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 8.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც მხოლოდ ჰეთთრიკის ავტორს, ვიქტორ ოსიმენს (9.58) ჩამორჩა.

ხვიჩამ ,,სასუოლოს” წინააღმდეგ კარისკენ ხუთჯერ დაარტყა და 27-დან 23 სწორი გადაცემა გააკეთა (85%).

ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 9 ქულით შეაფასა, რაც მატჩში ასევე მეორე საუკეთესო შეფასება იყო.

12 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 32 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს პირველ ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,ლივერპულთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები