Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ სამპდორიასთან მატჩში?

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში, ,,ნაპოლიმ” ,,სამპდორიას'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

დღევანდელ მატჩში შეუცლელად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც Whoscored-ისგან 7,3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც ქართველი ფეხბურთელი ორივე გუნდში მხოლოდ ვიქტორ ოსიმენსა (7,5) და ლეო ოსტიგორს (7,5) ჩამორჩა.

ხვიჩა ,,სამპდორიას” წინააღმდეგ ბურთს სულ 98-ჯერ შეეხო, 75-დან 62 სწორი გადაცემა გააკეთა (83) და კარისკენ ორჯერ დაარტყა.

ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7,3 ქულით შეაფასა.

..ნაპოლიმ'' სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონი 90 ქულით დაასრულა. ,,პარტენოპეიმ'' იტალიის ჩეპიონატი 1990 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

სხვა სტატიები