Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ფიორენტინასთან მატჩში?

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ფიორენტინას” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

დღევანდელ მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე პირველი ტაიმის მიწურულს შევიდა. კვარამ შეხვედრაში პენალტი მოიპოვა, რომელიც ოსიმენმა ზუსტად შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა Whoscored-ისგან 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ხვიჩა ,,ფიორენტინას” წინააღმდეგ ბურთს სულ 23-ჯერ შეეხო, 11-დან 10 სწორი გადაცემა გააკეთა (90%) და კარისკენ არ დაურტყამს.

ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში ასევე 7 ქულით შეაფასა.

34 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის”, რომელმაც ჩემპიონობა გასულ ტურში გაიფორმა, 83 ქულა აქვს. სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 14 მაისს, ,,მონცასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები