Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ბარსელონასთან მატჩში? 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში, "ვალენსიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით - 1:4 დამარცხდა. მასპინძელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში უკვე მიჯრით მეოთხე და საერთო ჯამში, მეათე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც სრულად ითამაშა, თუმცა კატალონიური გრანდის წინააღმდეგ თავის განსაკუთრებულად გამოჩენა ვერ მოახერხა. 21 წლის მეკარემ 4 გოლი გაუშვა, თუმცა არცერთი მათგანი მისი უშუალო შეცდომის ბრალი არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა ქართველმა გოლკიპერმა 5.9 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, რაც მოედანზე მყოფ 31 მოთამაშეს შორის, თანაგუნდელ დიმიტრი ფულკიესთან ერთად ყველაზე დაბალი შეფასება იყო.

გიორგი მამარდაშვილის დეტალური სტატისტიკა ბარსელონას წინააღმდეგ:

მოგერიება: 2 მოგერიება საჯარიმოს შიგნით: 1 ბურთთან შეხება: 22 პასის სიზუსტე: 12/18 (67%) გრძელი გადაცემები: 7/13

გიორგი მამარდაშვილის გადაადგილების რუკა ბარსელონას წინააღმდეგ:

სხვა სტატიები