Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსთან მატჩში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში იუვენტუსმა ნაპოლი მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია 86-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა ერთი ძალიან კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან, პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

კვარაცხელიამ თავისი გუნდის შემადგენლობიდან (6.6) შეფასება დაიმსახურა (WHOSCORED-ის მიხედვით), რაც ერთი-ერთი ყველაზე დაბალი ციფრია. ქართველ შემტევს (6.0) დაუწერა SOFASCORE.COM-მა, რაც ყველაზე დაბალი შეფასებაა ნაპოლის რიგებში.

ამ მომენტში იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატის პირველ ადგილზე გადავიდა და ინტერის თამაშს დაელოდება. ნაპოლის 24 ქულა აქვს და ჩემპიონატის მეოთხე ადგილს რომასთან იყოფს.

სხვა სტატიები