რა შეფასება დაიმსახურა ზურიკო დავითაშვილმა ლილთან მატჩში?
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში "სენტ-ეტიენმა" "ლილი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. გავლილ 3 ტურში სენტ-ეტიენს არათუ ქულა ჰქონდა მოპოვებული, არამედ გოლიც არ ჰქონდა გატანილი, ამიტომ ეს შეხვედრა მასპინძლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. შეუცველად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა და ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო.
მატჩის მე-6 წუთზე შესანიშნავი ცრუმოძრაობით გასცდა სტუმართა მარცხენა მცველს და მატიე კაფაროს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ჰქონდა სოლორეიდი, რომელიც ზუსტი დარტყმით დაასრულა და მეკარემ აჯობა, შეხვედრის დამატებით დროში კი ბურთი ძელს გაარტყა.
whoscored-ის შეფასებით, ქართველზე უკეთესი შეხვედრა, ორივე გუნდის რიგებში, არავის ჰქონია - ზურიკომ 7.7 შეფასებბა დაიმსახურა.
სენტ-ეტიენი მომავალ ტურში, სტუმრად "ნიცას" დაუპირისპირდება.