Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ვერონასთან მატჩში?

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-9 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ვერონას'' სტუმრად 3:1 მოუგო.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 76 წუთი გაატარა.

კვარამ WhoScored-სგან 8.6-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც ნეაპოლელთა რიგებში მხოლოდ მატეო პოლიტანოს (9) ჩამორჩა.

ქართველი შემტევი ბურთს სულ 44-ჯერ შეეხო, კარისკენ სამჯერ დაარტყა (ორჯერ კარში) და 30-დან 25 (83%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

Sofascore-მა ხვიჩას თამაში 8,9 ქულით შეაფასა (მეტი მხოლოდ პოლიტანომ დაიმსახურა - 9,6).

,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 24 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,უნიონ ბერლინთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები