Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ უნიონთან მატჩში?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრა ,,ნაპოლისა'' და ,,უნიონ ბერლინს'' შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

კვარამ Sofascore-სგან 7.9-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც ნეაპოლელთა რიგებში მხოლოდ ამირ რაჰმანის (8) ჩამორჩა.

ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 82-ჯერ შეეხო, კარისკენ ხუთჯერ დაარტყა (ორჯერ კარში), 14-დან 8 დუელი მოიგო და 48-დან 41 (85%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

7.3 ქულით შეაფასა ხვიჩას თამაში Whoscored-მა.

,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას კვირას, 12 ნოემბერს, სერია A-ში, ,,ემპოლის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები