Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ რომასთან მატჩში

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია ა-ს მე-17 ტურის მატჩში "რომამ" "ნაპოლი" 2:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია 87-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ შეცვალა, რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა "რომასთან" მატჩში

Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.0 დაუწერა. ბურთთან შეხება კვარას 38 ჰქონდა, 1 კარში დარტყმა, წარმატებული დრიბლინგი 2/1, გადაცემები 25/22, მოგებული დუელი 7/5.

Whoscored-ის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელიამ 6.4 შეფასება დაიმსახურა.

პირველი გოლი 76-ე წუთზე ლორენცო პელეგრინიმ გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში შეხვედრის ბოლო წუთზე კი რომელუ ლუკაკუმ დააფიქსირა. დაპირისპირება იმითაც იყო გამორჩეული, რომ ორი წითელი ბარათი ვიხილეთ, პირველი მატეო პოლიტანოს 66-ე წუთზე, ხოლო მეორე ვიქტორ ოსიმენის (მეორე ყვითელი ბარათი) 86-ე წუთზე.

სხვა სტატიები