Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ კალიარისთან მატჩში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლიმ" "კალიარი" მიიღო მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კვარცახელიამ მინდორი 89-ე წუთზე დატოვა. ნეაპოლელთა რიგებში საუკეთესო შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა (8.0 WHOSCORED-ის ვერსიით). SOFASCORE-მ ხვიჩას 7.3 დაუწერა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩა. ვიქტორმა გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, ხვიჩამ კი დიდხნიანი პაუზის შემდეგ შეძლო გოლის გატანა.

ურთულესი გამარჯვების შემდეგ ნაპოლი სერია A-ში მე-4 პოზიციას დაუბრუნდა, ნეაპოლელებს 27 ქულა აქვთ და ჩემპიონატის ლიდერ ინტერს 11 ქულით ჩამორჩებიან. ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს, სტუმრად, "რომას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები