Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ფიორენტინასთან მატჩში?

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ფიორენტინას'' უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

კვარამ WhoScored-სგან 6.9-ქულიანი შეფასება მიიღო (მეტი მხოლოდ ოსიმენმა და პოლიტანომ).

ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 71-ჯერ შეეხო, კარისკენ სამჯერ დაარტყა, 16-დან 7 დუელი მოიგო და 43-დან 37 (86%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

Sofascore-მა ხვიჩას თამაში ასევე 6,9 ქულით შეაფასა.

,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას 21 ოქტომბერს, ,,ვერონასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები