რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტესთან მატჩში?
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრა ლევანტესა და სევილიას შორის ფრედ, 3:3 დასრულდა.
სევილიელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელმაც მოედანზე 88 წუთი გაატარა.
სხვადასხვა ვებგვერდმა ქართველი ნახევარმცველის თამაში ასე შეაფასა:
Sofascore - 6,9
Whoscored - 7
Flashscore - 7
გიორგიმ, რომელიც ბურთს სულ 62-ჯერ შეეხო, 42-დან 33 ზუსტი გადაცემა შეასრულა (79%) და 10-დან 7 დუელი მოიგო.
სევილია 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა. ქოჩორაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას კვირას, 18 ოქტომბერს, რეალის წინააღმდეგ გამართავს.