Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი გველესიანმა ალ ნასრთან შეხვედრაში?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აზიის ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მე-5 ტურის შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ ნასრმა'' ,,პერსეპოლისს'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

ირანული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი გველესიანმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და Sofascore-სგან 7,5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ქართველმა მცველმა, რომელიც ბურთს სულ 59-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 46-დან 43 ზუსტი გადაცემა (93%) გააკეთა, და 10-დან 7 დუელი მოიგო.

5 ტურის შემდეგ, ,,ალ ნასრმა'' 13 ქულით პლეი-ოფის საგზური გაიფორმა, ,,პერსეპოლისი'' კი 8 ქულით ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს.

გველესიანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩს 5 დეკემბერს, ,,ალ დუჰაილის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები