Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ ჰალ სიტისთან მატჩში?

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიფის შეხვედრა ჰალ სიტისა და უოტფორდს შორის უგოლოდ დასრულდა.

უოტფორდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც მოედნიდან 75-ე წუთზე გაიყვანეს.

ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 66-ჯერ შეეხო, კარში 2-ჯერ დაარტყა, 43-დან 36 ზუსტი გადაცემა (84%) გააკეთა და 11-დან 6 დუელი მოიგო.

7.1 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა, 7.4-ით კი - Flashscore-მა.

30 ტურის შემდეგ, უოტფორდს 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 7 თებერვალს, საუთჰემპტონის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები