Belive

რა შეფასება დაიმსახურა ბუდუ ზივზივაძემ ჰანზა როსტოკთან შეხვედრაში?

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგა 2-ის 32-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუემ" სტუმრად "ჰანზა როსტოკი" ანგარიშით 1:2 დაამარცხა. კარლსრუეს ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი დაკარგული აქვს, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რომ რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დაასრულონ ტურნირი, "ჰანზა როსტოკი" კი გასავარდნ ზონაშია და ამ შეხვედრის წარმატებით დასრულება მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 86 წუთი გაატარა. მასპინძლების მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმის დასაწყისშივე ბუდუმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, რასაც 4 წუთში კარლსრუეს კიდევ ერთი გოლი მოჰყვა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიიში დაფიქსირდა. ზივზივაძემ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო, sofascore-გან (7.7 ქულა), ხოლო whoscored-მა ქართველს (7.6 ქულა) მიანიჭა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მესამე საუკეთესო შედეგია.

ბუდუ ზივზივაძეს, ბუნდესლიგა 2-ში, 11 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები