Belive

რა ბედი ელის კატარის სტადიონებს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის გამართვის დროსა და ადგილის შესახებ მრავალი მითქმა-მოთქმის, ნეგატიური წინარეგანწყობისა და კრიტიკული მოსაზრებების ფონზე გამართული უდიდესი საფეხბურთო ფორუმის გამარჯვებული ისტორიაში მესამედ არგენტინის ნაკრები გახდა, ლიონელ მესიმ კი თავისი უმდიდრესი ტიტულების კოლექცია სრულფასოვნად დააკომპლექტა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, საინტერესოა, თუ რა ბედი ელის კატარის სტადიონებს, რომლების მშენებლობასაც უზარმაზარი ფინანსური რესურსი დასჭირდა და რასაც თან უდიდესი სკანდალები დაერთო.

ჯერჯერობით, დეტალურად უცნობია, თუ რა გამოყენება ექნება კონკრეტულად თითოეულ სტადიონს, თუმცა უკვე არსებობს რამდენიმე დიდი მიზანი, რომლისთვისაც კატარი სამზადისს იწყებს.

ორ არენას ადგილობრივი საფეხბურთო კლუბები გამოიყენებენ: "აჰმედ ბინ ალის სტადიონზე" "ალ რაიანი", ხოლო "ალ ჯანოუბზე" "ალ ვახრა" ითამაშებს.

What will happen to Qatar stadiums after 2022 World Cup - Daily Star

ხალიფას საერთაშორისო სტადიონი უდიდესი ალბათობით, კატარის ეროვნული გუნდის მატჩების მასპინძელი იქნება, მათ შორის 2026 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებსაც.

რამდენიმე სტადიონმა შესაძლოა აზიის 2023 წლის თასის გათამაშების მასპინძლის სტატუსი მიიღოს. მუნდიალის დაწყებამდე 1 თვით ადრე, ჩინეთს ამ ტურნირის შემდეგი გათამაშების მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა, რის მიზეზადაც კოვიდ-პანდემია დასახელდა, ხოლო მისი შემცვლელი კატარი გახდა.

"სტადიონი 974" - ეს არენა როგორც სახელი თავად სიმბოლიზირებს, ქვეყნის საერთაშორისო სატელეფონო კოდის მსგავსია და ზუსტად 974 სხვადასხვა კონტეინერის გამოყენებით, "ლეგოს პრინციპით" არის აწყობილი და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიშლება. თუმცა, კონტეინერებისგან აწყობილი სტადიონები შესაძლოა დაბრუნდეს და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ამერიკის კონტინენტზე ვიხილოთ.

What will happen to Qatar stadiums after 2022 World Cup - Daily Star

კატარი 2030 წელს კიდევ ერთ დიდ ტურნირს უმასპინძლებს, რომელიც აზიის ოლიმპიური თამაშები გახლავთ, შესაბამისად, სტადიონებს ქვეყანა ამ მიმართულებითაც გამოიყენებს.

ყველაზე დიდი ტურნირი კი რომლის მასპინძლობის უფლების მოპოვებაც კატარს სურს 2036 წლის ოლიმპიური თამაშები გახლავთ, ამ შემთხვევაში 2022 წლის მუნდიალისთვის აშენებული არენები გამოუყენებელი ნამდვილად არ დარჩება.

სხვა სტატიები