Belive

ქუთაისის ტორპედოში შოტლანდიელი მწვრთნელის დანიშვნა განიხილება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

​Matchday-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი შოტლანდიელი სტივ კინი იქნება.

როგორც ირკვევა, სტივ კინი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მწვრთნელი უახლოეს პერიოდში გახდება.

კარიერის განმავლობაში 55 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი სტივ კინი "ფულემსა" და "რეალ სოსიედადში" კრის კოულმენის ასისტენტი გახლდათ, მოგვიანებით "ბლექბერნში" სემ ელერდაისის თანაშემწე იყო, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. ავსტრალიურ "მელბურნში" მწვრთნელის ასისტენტობის, კრეტას "ოფიში" ტექნიკური დირექტორებისა და ბრუნეის ნაკრების გაწვრთნის გარდა, სტივ კინს "ჰიბერნიანსის" აკადემიის ხელმძღვანელადაც უმუშავია, ახლა კი ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობს.

ქუთაისის "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ დაგროვებული 20 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია და შემდეგ მატჩს 20 მაისს, "თელავის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები