Belive

ქუთაისის ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ეს გია ცეცაძე იქნება. 47 წლის სპეციალისტისთვის ეს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე კლუბი იქნება - მან სეზონი "სამტრედიასთან" ერთად დაიწყო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დატოვა. საინტერესოა, რომ ქუთაისური გუნდის ხელმძღვანელის რანგში მისი დებიუტი ეროვნული ლიგის 34-ე ტურში, სწორედ "სამტრედიას" წინააღმდეგ შედგება, რომელიც 21 ნოემბერს შედგება და 17:30 საათზე დაიწყება. 32-ე ტურში, საშინაო კედლებში, გორის "დილასთან" - 0:3 მარცხის შემდეგ, კლუბმა დაკავებული თანამდებოდიდან კახა ჩხეტიანი გაათავისუფლა. ქუთაისის "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 33 ტურის შემდეგ 33 ქულით ბოლოდან მესამე, მეშვიდე პოზიციას იკავებს და დიდი ალბათობით, რანგით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა პლეი-აუტიდან მოუწევს.

სხვა სტატიები