Belive

ქუთაისის ტორპედო დაშლის პირას: გუნდი ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა დატოვეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედოში" რთული მდგომარეობა გრძელდება. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ახალი ინვესტორი ჰყავს, გუნდში ფინანსური პრობლემები მოგვარებული კვლავაც არ არის. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბი ყველა ფეხბურთელმა, სამწვრთნელო შტაბის და პერსონალის წევრებმა დატოვეს, Live.ge-მ სანდო წყაროებთან გადაამოწმა, რომლებიც ადასტურებენ, რომ იმერულ კლუბში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ცნობილი ხდება, რომ აგვისტოს შემდეგ, ფეხბურთელებს კუთვნილი ანაზღაურება აღარ მიუღიათ, მათი პროტესტიც სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება. ამ მიზეზით, გუნდი ეროვნული ლიგის შემდეგ ტურში მოედანზე გასვლასაც არ აპირებს. ფეხბურთელები აცხადებენ, რომ მათი სურვილი კლუბის დატოვება არ არის და თუ მდგომარეობა უკეთესობიკსენ შეიცვლება, ისინი ვარჯიშს განაახლებენ. მათი სურვილია, რომ ქუთაისის "ტორპედომ" წარსული დიდება დაიბრუნოს და ჩვეულ სიმაღლეებზე დაბრუნდეს. გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ იმერული გუნდის ფან-კლუბის წევრებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ამ მომენტში ქუთაისის "ტორპედო" დაშლილია. ამ მომენტისთვის, კლუბი ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. მიმდინარე სეზონში, "ტორპედოს" 13 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზე იმყოფება. შემდეგი შეხვედრა გუნდს კალენდრის მიხედვით, "დინამო ბათუმთან", 8 ნოემბერს ელის.

სხვა სტატიები