Belive

ქვიზი: 10 შეკითხვა ფეხბურთის გულშემატკივრებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ცნობილმა გამოცემა "Givemesport-მა" ფეხბურთის გულშემატკივრებს საინტერესო "ქვიზი" შესთავა. 10 საინტერესო შეკითხვა, რომელსაც პასუხი გულშემატკივრებმა უნდა გასცენ. კითხვები შედგენელია 2010 წლის შემდეგ მომხდარი ფაქტებისგან. 1 - 2012 წელს სერხიო აგუერომ "ქუინს პარკ რეინჯერსს უკანასკნელ წუთზე, ჩემპიონობის მომტანი გოლი გაუტანა. ვინ გაუკეთა არგენტინელს საგოლე გადაცემა? 2 - 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ნაიჯელ დე იონგი, ჩაბი ალონსოს ძალიან უხეშად ეთამაშა. მის გაძევებას ესპანეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელი ითხოვდა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ნაიჯელი დაინდო და მხოლოდ ყვითელი ბარათი ამოიღო. ვინ იყო იმ შეხვედრაში მთავარი მსაჯი?
690
3 - 2010 წელს ლუის სუარესმა "აიაქსში" ასპარეზობისას, პირველად უკბინა მეტოქეს, რის გამოც 7 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. - ვინ იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც ურუგვაელმა უკბინა? 4 - 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ივიცა ოლიჩმა პენალტი გააფუჭა. ვინ იყო "ბაიერნიდან" მეორე ფეხბურთელი, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა? 5. 2014 წელს, "ლივერპული" შინ "ჩელსისთან" 0:2 დამარცხდა. ეს ის შეხვედრაა, სადაც სტივენ ჯერარდს საბედისწერო შეცდომა მოუვიდა და დემბა ბას გოლის გატანის საშუალება მისცა. ვინ იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც "ლივერპულს" მეორე გოლი გაუტანა? 6. რამდენჯერ მოიგო ჟოზე მოურინიომ შიდა ჩემპიონატი 2010 წლის შემდეგ? 7. რამდენი მწვრთნელი შეცვალა "უოტფორდმა" 2010 წლის შემდეგ? 8 - 2014 წელს, "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ 100 000 ევროთი და 7 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. რის გამო დასაჯეს პარდიუ?
9 - 2013 წელს "უიგანმა" "FA" თასის ფინალში "მანჩესტერ სიტი" მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ვინ იყო იმ ერთადერთი გოლის ავტორი? 10 - რამდენჯერ მოიგო "არსენალმა" "FA" თასი 2010 წლის შემდეგ?

სხვა სტატიები