Belive

ქუინსი პრომესი სასამართლოს წინაშე 21 ოქტომბერს წარსდგება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

De Telegraaf-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი სასამართლოს წინაშე 21 ოქტომბერს წარსდგება. პრომესის წინააღმდეგ, მკვლელობის მცდელობისთვის სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.

ნიდერლანდელმა 2020 წლის ივლისში, ოჯახურ წვეულებაზე, საკუთარი ძმისშვილი მუხლში დაჭრა. პროცესი თავდაპირველად გასული წლის მარტში უნდა დაწყებულიყო, თუმცა საქმე გაჭიანურდა.

დანაშაულის ჩადენის მომენტში ქუინსი ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელი იყო. 2021 წლის დასაწყისში, 30 წლის ფეხბურთელი მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდა.

სანამ სასამართლო პროცესი გრძელდება, ლუი ვან გაალი ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებისგან თავს იკავებს. შემტევმა ბოლო თამაში, ეროვნულ გუნდთან ერთად, 2021 წლის ზაფხულში, ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარა.

სხვა სტატიები