Belive

,,ყველგან, სადაც მივდივარ, ანჩელოტიზე მეკითხებიან'' - ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგეშმა, ,,სელესაოს'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა:

,,ანჩელოტის ფეხბურთელები დიდ პატივს სცემენ, არა მხოლოდ რონალდო ნაზარიო ან ვინისიუს ჟუნიორი, არამედ ყველა, ვისაც მასთან უთამაშია. მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ მისი პატიოსანი მუშაობითა და სტაბილურობით. მას არავითარი წარდგენა არ სჭირდება, ის უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელმაც ბევრს მიაღწია და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრს მიაღწევს.

როგორც ჩანს, ანჩელოტი ფავორიტი არა მხოლოდ ფეხბურთელებისთვისაა, არამედ გულშემატკივრებისთვისაც. ყველგან, სადაც მივდივარ, ყველა სტადიონზე, ქომაგები მასზე მეკითხებიან. ისინი მასზე აღფრთოვანებით საუბრობენ. მოდით, გვჯეროდეს ღმერთის, დაველოდოთ შესაბამის დროს და ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა, ანჩელოტი გახდეს ბრაზილიის ნაკრების ახალი მწვრთნელი, რომელსაც ვეძებთ,'' - ედნალდო როდრიგეში

გუნდიდან ტიტეს წასვლის შემდეგ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს რამდენიმე გამორჩეული სპეციალისტი, მათ შორის კარლო ანჩელოტი, ზინედინ ზიდანი და პეპ გვარდიოლა დაუკავშირეს.

სხვა სტატიები