Belive

ყველაზე ცუდად შესრულებული "პანენკა", რომელიც ოდესმე გინახავთ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კრისტალ პალასში" იჯარით გატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, კონორ გალაჰერი "არისტოკრატებს" დაუბრუნდა. ინგლისელი ნახევარმცველი ცდილობს "ჩელსის" მესვეურებს დაუმტკიცოს, რომ გუნდში არსებული კონკურენციის დაძლევა შეუძლია. ინგლისელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ მისი ადგილი "სტემფორდ ბრიჯზეა" - გალაჰერი თვლის, რომ იგი მზადაა ისეთ გრანდში იასპარეზოს, როგორიც "ჩელსია", თუმცა, პრე-სეზონზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ინგლისელმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. მეტიც, გალაჰერმა "პანენკა" კატასტროფულად შეასრულა, რითიც მოწინააღმდეგე გუნდის კიპერი გაახალისა და "არისტოკრატების" ფანები განარისხა. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მდგარმა გალაჰერმა, ყველაზე ცუდი პენალტი შეასრულა, რომელიც ოდესმე გვინახავს.

სხვა სტატიები