Belive

"ყველაზე საშინელი" - ასე შეაფასეს ინგლისელმა ფანებმა იტალიელი მომღერლის მიერ შესრულებული ჰიმნი| VIDEO

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ იტალიასა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ევროპის საკვალიფიკაციოს პირველი რაუნდი გაიმართა, რომელიც საუთგეიტის გაწვრთნილმა გუნდმა 1:2 მოიგო.

ანგარიშის მიუხედავად, ინგლისელი გულშემატკივარი გუშინდელი საღამოთი მაინც უკმაყოფილო იყო. ისინი თვლიან, რომ მათი ჰიმნი იტალიელმა მომღერალმა საშინლად შეასრულა.

თუ მომღერლის რეაქციიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, დასაწყისშივე მის ყურსასმენებს პრობლემა შეექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ მან ინგლისის ეროვნული ნაკრების ჰიმნის ტექსტი არ იცოდა დაიბნა და მისი საქმეც შესაბამისად შეასრულა. მომღერალმა ინგლისელი გულშემატკივრისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

"ჩემი აზრით, ეს ინგლისის ჰიმნის ყველაზე ცუდი შესრულება იყო."

"უოკერისა და ბელინგემის რეაქცია ყველაფერზე მეტყველებს"

"ყველა დროის ყველაზე ცუდი შესრულება" - წერს ინგლისელი გულშემატკივარი სოციალურ ქსელში.

სხვა სტატიები