სტატისტიკური კომპანიის Understat.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანულმა გამოცემა The Independent-მა ევროპის ყველაზე "მკვლელი" თავდამსხმელების სია გამოაქვეყნა.
მონაცემები ე.წ xG-იკომპონენტითაა დამუშავებული, სადაც 2016 წლის აგვისტოს შემდეგ, ევროპულ ჩემპიონატებში გოლების რაოდენობასთან ერთად, დაანგარიშებულია შექმნილი და გამოყენებული მომენტების რაოდენობაც.
ყველა სტატისტიკური კომპონენტის გათვალისწინებით, სიის სათავეში "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰიუნ-მინ სონი აღმოჩნდა, რომელმაც 61 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მის კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მეტი შანსი გამოიყენა. სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა შექმნილი მომენტების 44.41%-ში გოლის გატანა მოახერხა.
მეორე პოზიციაზე მისივე თანაგუნდელი ჰარი კეინია, 21.33%-ით, ხოლო სამეულს ლიონელ მესი 21.31%-ით ასრულებს.
მსოფლიოს ყველაზე "მომაკვდინებელი ფორვარდების" ოცეული კი ასე გამოიყურება: