Belive

ყველაზე ძვირადღირებული ტალანტი - კვარაცხელია Transfermark-ის რჩეულებში მოხვდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტი ევროპაში კიდევ ერთხელ აღიარეს. ყაზანის "რუბინის" მარცხენაფლანგელი პრესტიჟულმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემა Transfermarkt.com-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის  მიღმა მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებულ და საუკეთესო ტალანტად დაასახელა. საქართველოს ეროვნული გუნდის 20 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულებად გერმანული კომპანია 18 მილიონ ევროს ასახელებს, რაც ქართველ ფეხბურთელებს შორის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ყველაზე ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დინამო თბილისის", "რსუთავის" და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი ფეხბურთელს, რომლის კონტრაქტიც რუსულ კლუბთან 2024 წლის ივნისამდე ძალაშია, ყველაზე დიდი ინტერესით ლონდონის "ტოტენჰემი" აკვირდება და მისი დამატების მთავარი კანდიდატიც გახლავთ. წინა სეზონში, კვარაცხელიამ “რუბინის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ახალდდაწყებულ სეზონში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, კვარაცხელია "ჯვაროსნებს" მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა.

სხვა სტატიები