Belive

,,ყველას სულელი ჰგონიხარ'' - მსაჯმა მოურინიოს შეურაცხყოფა მიაყენა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომასა'' და ,,კრემონეზეს'' შეხვედრის მეოთხე მსაჯმა, მარკო სერამ, რომაული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სპეციალისტმა არბიტრს ერთ-ერთ ეპიზოდზე კითხვა დაუსვა, რაზეც სერამ უპასუხა: ,,ყველას სულელი ჰგონიხარ, სახლში წადი!'' შელაპარაკება მეორე ტაიმის სტარტზევე მოხდა და ჟოზე მალევე მთავარი მსაჯისგან წითელი ბარათით დაისაჯა.

დღეს სერია A-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მოურინიოს ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

,,კრემონეზესთან'' მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა ინციდენტზე კომენტარი გააკეთა და მიანიშნა, რომ სერა ტურინიდანაა, მის გუნდს კი მომავალი მატჩი სწორედ ,,იუვენტუსის” წინააღმდეგ ელის.

სხვა სტატიები