Belive

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრები გავახარო" - კვარას კომენტარი მატჩის შემდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, "ნაპოლისა" და "აინტრახტის" დაპირისპირება შედგა. ნეაპოლში გამართულ შეხვედრაში, მასპინძლებმა "აინტრახტს" 3 უპასუხო გოლი გაუტანეს, ორი შეხვედრის ჯამში 5:0 დაამარცხეს და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ედენ აზარის შესახებ დასმულ კითხვას გასცა პასუხი. ერთ-ერთმა რეპორტიორმა, კვარას ტიერი ანრის სიტყვები გაახსენა, რომელშიც ლეგენდა კვარასა და აზარის მსგავსებაზე საუბრობდა.

"ედენ აზარი ძალიან დიდი ფეხბურთელია. მის დონემდე მისვლამდე, ალბათ ბევრი მიკლია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებული ფეხბურთელი ვიყო და გულშემატკივრები გავახარო".

სხვა სტატიები