Belive

ყველაფერი 10 დღეში გადაწყდება - დი მარიამ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის “იუვენტუსმა” სერია ა-ს 2022/2023 წლების სეზონი “სასუოლოსთან” მარტივი და შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. “ბებერმა ქალბატონებმა” შინ 3:0 დამაჯერებლად იმარჯვეს. ოფიციალური დებიუტი ჰქონდა არგენტინელ – ანხელ დი მარიას, რომელმაც თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, თუმცა ტრავმის გამო მან მოედანი 65-ე წუთზე იძულებით დატოვა. ტურინულმა გრანდმა დაადასტურა, რომ დი მარიას ტრავმა მძიმეა, თუმცა ტრავმის სიმძიმე და დამატებითი დეტალები 10 დღეში, ხელახალი გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

დი მარიამ "სასუოლოსთან" მატჩის მიმდინარეობისას, 65-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. როგორც გაირკვა, მან მარცხენა ბარძაყის არეში ტკივილი იგრძნო, ექიმებმა კი მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ტრავმა იმდენად მძიმეა, რომ დი მარიას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის - მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, არგენტინელი ფეხბურთელი სერია A-ს გათამაშებაში, მინიმუმ მომავალ 2-3 მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” შემდეგ მატჩს 22 აგვისტოს, “სამპდორიას” წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები