ყატარი 2022: ალკოჰოლის გაყიდვა შეზღუდულია - გერმანელი ფანები შეშფოთებულები არიან
2 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
ამ გზით ყატარელები ცდილობენ ებრძოლონ ალკოჰოლური სასმელების შავ ბაზარს, მაგრამ ადგილობრივი დაჯგუფებები ხელისუფლებას მაინც ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ.
ნებართვის უქონლობის შემთხვევაში, ალკოჰოლის მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირის სახლში, ვინც ეს ნებართვა მიიღო. ამავდროულად, სასმელების ტრანსპორტირება მყიდველმა პირადი მანქანით უნდა განახორციელოს, ხოლო შეფუთვა ფართო საზოგადოებისთვის ხილული არ უნდა იყოს. ასევე აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიაში ნათესავების ან მეგობრების მიყვანა, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ნებართვა. ალკოჰოლის შესაძენად დამატებით დაბრკოლებას ქმნის "ცოდვის გადასახადი", რაც პროდუქტის ღირებულების 100%-ის ოდენობას ითვალისწინებს და ეხება ყველა კატეგორიის პროდუქტს, რომელიც ეწინააღმდეგება მუსლიმური ცხოვრების წესს.
თავისთავად ცხადია, რომ ამ მდგომარეობამ ალკოჰოლური სასმელების ფასებზეც იქონია გავლენა. მუნდიალის სპონსორი ლუდის კომპანიის მიერ ჩამოსხმული 24 ბოთლის (0.33 მლ) შეკვრა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის დროს 115 ევრო ეღირება, რომლის ფასიც გერმანიაში სულ რაღაც 31 ევროა. ამჟამად ფიფა და ორგანიზატორები აწარმოებენ დისკუსიას ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის ზონების გეოგრაფიის გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი შემოიფარგლება მხოლოდ სტადიონის ფარგლებში გარკვეული ადგილებით. ამ ყველაფერმა ცხადაია გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. ამ ფაქტით განსაკუთრებით შეშფოთებული გერმანელი ქომაგები არიან, რომლებსაც მათთვის საყვარელი საფეხბურთო კერძების (ლუდი და ღორის ხორცი) მირთმევა აუკრძალეს. გერმანიის ნაკრები მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიის, ესპანეთისა და კოსტა რიკის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.