Belive

ქეცბაია ნიუკასლის ახალ მფლობელებს აფრთხილებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტაინსაიდური კლუბი გაყიდვის პროცესშია, მაიკ ეშლისა და საუდის არაბეთის პრინც - მოჰამედ ბინ სალმანს შორის შეთანხმება მიღწეულია და ეს უკანასკნელი იმედოვნებს, რომ "სენტ ჯეიმს პარკზე" გრანდიოზულ ტრანსფერებს განახორციელებს. "ნიუკასლის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს თემურ ქეცბაია გამოეხმაურა. "კაჭკაჭების" ქართველი ლეგიონერის მტკიცებით, ტოპ ფეხბურთელების შესაძენად კლუბის ახალ მფლობელებს ორჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევთ. "ლონდონური კლუბებისთვის ეს გაცილებით მარტივია. საუკეთესო ფეხბურთელები უნდა შეიძინო, რომელთაც კოლოსალური ანაზღაურების მიღება და ლონდონში ცხოვრება სურთ. "ნიუკასლში" ტოპ ფეხბურთელის მოყვანა თუ გსურს, მას ორჯერ მეტი უნდა გადაუხადო - ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ახალი მფლობელები დადგებიან. თუ საკმარისი ფული გაქვს რატომაც არა? "ნიუკასლი" კვლავ შეძლებს ტიტულისათვის ბრძოლას. თუ არის შესაბამისი ფინანსები, სწორედ ახლაა უნიკალური სიტუაცია. ნიუკასლში ცხოვრება მიყვარდა. მიხარია, რომ გამოჩნდა მფლობელი, რომელიც მზადაა კლუბში დიდი ფინანსები ჩადოს, რათა "ნიუკასლი" ტიტულისათვის ბრძოლაში ჩაერთოს", - აღნიშნა თემურ ქეცბაიამ. შეგახსენებთ, 1997-2000 წლებში ქეცბაიამ "ნიუკასლის" რიგებში 3 სეზონი გაატარა. რამდენიმე დღის წინ, BBC-მ ქეცბაიას ცნობილი გოლის აღნიშვნა გაიხსენა. "ბოლტონის" კარში უკანასკნელ წუთზე გატანილი გამარჯვების მომტანი გოლი ქეცბაიამ ორიგინალურად აღნიშნა.

სხვა სტატიები