Belive

ქეცბაია: ,,ესპანეთი ფავორიტია, მეორე ადგილზე გასვლა კი სხვა ყველა ნაკრებს შეუძლია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, შოტლანდიასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ვულოცავ შოტლანდიის ნაკრებს, მათ სამართლიანად მოიგეს. როცა ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელებს ეთამაშები, როგორიც შოტლანდიას ჰყავს, მარტივი არ არის, წარმოიდგინეთ, რომ სათადარიგოთა სკამზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელი, სკოტ მაკტომინეი გყავთ...

ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, ამიტომ ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილია და შეცდომებზე ვისწავლით.

ვფიქრობ, რომ ესპანეთის ნაკრები ჯგუფის აშკარა ფავორიტია, მეორე ადგილზე გასვლა კი სხვა ყველა ნაკრებს შეუძლია,'' - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში შოტლანდიის ნაკრებმა კვიპროსს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

შოტლანდია და კვიპროსი A ჯგუფში, ესპანეთთან, ნორვეგიასთან და საქართველოსთან ერთად ასპარეზობენ.

სხვა სტატიები