Belive

ქართველების შახტარი ევროპა ლიგაზე მარსელთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ მატჩში "მარსელმა" ირაკლი აზაროვის და გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის "შახტარს უმასპინძლა და ფრანგულმა გუნდმა 3:1 გაიმარჯვა, ამ მოგებით "მარსელმა" მერვედფინალის საგზური გაინაღდა (პირველი შეხვედრა 2:2 დამთავრდა). პირველი გოლი მე-12 წუთზე "შახტარმა", კონკრეტულად კი გეორგი სუდაკოვმა გაიტანა, 23-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მეორე ტაიმში კი ფრანგულმა კლუბმა ისმაილა სარის და ჯოფრეი კონდოგბიას გოლებით მოიგო.

შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში ირაკლი აზაროვმა, ქართველი ფეხბურთელი 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

სხვა სტატიები