ქართველების მეცმა ნანტი დაამარცხა | გიორგი აბუაშვილმა გოლი გაიტანა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრაში ნანტი მეცთან 0:2 დამარცხდა. პირველი და მისთვის სადებიუტო გოლი 82-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ჰაბიბ დიალომ 89-ე წუთზე დააფიქსირა.
მატჩში ძირითადი შემადგენლობიდან თამაში დაიწყო გიორგი წიტაიშვილმა და ის 79-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე 1 წუთით ადრე კი გიორგი აბუაშვილი ჩაერთო შეხვედრაში და შემოსვლიდან 4 წუთში გოლის გატანაც მოახერხა.
გიორგი წიტაიშვილმა 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ოთხივეში გაიმარჯვა, ბურთს 28-ჯერ შეეხო, 9 გადაცემიდან 7 ზუსტად შეასრულა (78%).
წიტაიშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.1
Flashscore - 7.3
Whoscored - 7.1
გიორგი აბუაშვილმა კი 2 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ერთში გაიმარჯვა, ბურთს 2-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა და გოლიც გაიტანა.
აბუაშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.7
Flashscore - 7.8
Whoscored - 7.2
მეცი საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 8 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა (2 მოგება, 2 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ნიცას წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 9 ნოემბერს ჩატარდება.
გიორგი აბუაშვილისთვის აღნიშნული გოლი სადებიუტო იყო, ხოლო გიორგი წიტაიშვილს კი ფრანგული გუნდის მაისურით ჯერ გოლი არ გაუტანია და მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.